“ნაცმოძრაობის“ მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან „ვივამედში” – გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან „ვივამედში“. ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ერთი მაინც არის – თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში სააკაშვილთან მიიტანონ, სადაც დახვდებათ ბოტასები და ამ თანამდებობისთვის ბრძოლა აღარ იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები