“წაგებული კანდიდატის ხუშტურზე, ყოველ სამ თვეში პარტიაში ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება” – ლევან ბეჟაშვილი

“ის კამპანია, რომელსაც ნიკა მელიას შტაბის ცალკეული წევრი აწარმოებს, ერთი მხრივ, სასაცილოა და, მეორე მხრივ, აშკარად კამპანიური ხასიათისაა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პარტიაში ყოველ სამ თვეში, წაგებული კანდიდატის ხუშტურზე ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება. წესდებით განსაზღვრულია, რომ პარტიის თავმჯდომარის მომავალი არჩევნები 2025 წლის იანვარში იქნება“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რეგიონებიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები