ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: ამ პარტიამ ვერ შეძლო ნორმალური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა

,,სახეზე გვაქვს ერთ დროს დიდი პარტიის დაშლის ბუნებრივი პროცესი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მანკიერებებზე უარი ვერ თქვა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ნორმალური პოლიტიკური დღის წესრიგის, ნორმალური პოლიტიკური იდეოლოგიის შექმნა და უარი ვერ თქვა შურისძიებაზე, რევოლუციასა და იმ მანკიერებაზე, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები