უამინდობის გამო, უკრაინაში 10 ადამიანი დაიღუპა, 23 – დაშავდა

უამინდობის გამო უკრაინაში 10 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. როგორც უკრაინის შს მინისტრი იუწყება, 11 რეგიონში 411 დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„მიკოლაივის ოლქში და კიროვოგრადის ოლქში 8 საავტომობილო გზა დაკეტილი რჩება. 11 რეგიონში 411 დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სულ 1530 მანქანა გამოიყვანეს. ამინდის გაუარესების შედეგად ოდესაში, ხარკოვში, მიკოლაევსა და კიევში 10 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. სახელმწიფო და რეგიონულ დონეზე შექმნილია უამინდობის შედეგების ლიკვიდაციის შტაბი“, – წერს კლიმენკო „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები