ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტზე: ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს, ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?!

ამ ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს ეს ხელმოწერები,  ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული შეფასებით ქადაგიშვილი პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ხელმოწერების კამპანიას გამოეხმაურა.

„ადვილად იკითხება, რა არის პრეზიდენტის მიზანი. ამ ხელმოწერებს რომ აგროვებს, რას ნიშნავს ეს ხელმოწერები, ვინმეს უმტკიცებს საზღვარგარეთ, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, თუ რა?! ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივობა. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი გარკვეულწილად ნეიტრალური იყოს შიდაპოლიტიკური ბრძოლისგან და გამამწვავებელი ელემენტები არ შემოჰქონდეს, ჩართულია თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესის მომზადებაზე. რასაც პრეზიდენტი აკეთებს, რეალურად, არის სპეკულაცია ევროპული იდეით იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივობა და პერსპექტივა მოამზადოს. იმაზე აღარ შევჯერდები, რა პოლიტიკური მრევლი ჰყავს შემოკრებილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

ცნობისთვის, კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კამპანიაში ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით მხარდაჭერას გამოხატავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები