„ნაციონალური მოძრაობა” დასასრულის რეჟიმშია გადასული” – ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია დასასრულის აქტიურ რეჟიმშია გადასული.

„დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწუხარების ჟამია. ყველასთვის ცნობილია, რომ პარტია დასასრულის აქტიურ რეჟიმშია გადასული. ამით, პირველ ყოვლისა, სარგებელს მიიღებს საქართველო და ქართველი ხალხი, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ აგებულია ბოროტებასა და მერკანტილურ იდეებზე“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები