პეტრე ცისკარიშვილი: არანაირ არჩევნებს “ნაცმოძრაობაში” არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში 2025 წლის იანვრამდე თავმჯდომარის არჩევნები არ იქნება.
“არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ 2025 წლის იანვრამდე. სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით, ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა ორი წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს, 13-14 თვე დარჩა იქამდე”, – ამბობს ცისკარიშვილი.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი რამდენიმე საკრებულოდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს. შესაბამისი განცხადებები რამდენიმე რაიონის ფრაქციების წევრებმა გაავრცელეს. ამასთან, თანამდებობიდან ხაბეიშვილის გადადგომა ენმ-ის წევრმა, გიორგი მუმლაძემაც მოითხოვა.