“სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეთანხმოს, ფარსია” – თინა ბოკუჩავა

„სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეთანხმოს, ფარსია, ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ არსებობს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. არ შევიქმნი მოლოდინს, რომ ერთიან პოზიციას მივაღწევთ, თუმცა, გვაქვს კონსულტაციები, რათა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე ერთიან პოზიციას მივაღწიოთ. ინკლუზიურობა, რაც არის ევროკომისიის რეკომენდაცია, ითვალისწინებს ოპოზიციის ჩართულობას, მისი აზრის გათვალისწინებას და არა უკვე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ფაქტის წინაშე დაყენებას. ეს არის არა თანამშრომლობა, არამედ ხელის გადაგრეხით უმრავლესობის ნების გატანა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები