ავიგდორ ლიბერმანმა ბენიამინ ნეთანიაჰუ “ჰამასთან” გარიგებაში დაადანაშაულა
პარტია „ისრაელი ჩვენი სახლის“ ხელმძღვანელი, სხვადასხვა დროს ისრაელის რამდენიმე სამინისტროს უფროსი, ავიგდორ ლიბერმანი ისრაელელი ჟურნალისტის, ბენ მერკურის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ, თითქოს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ჰამასის” ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციას, „სულ მცირე, ექვსჯერ აარიდა თავი“.
როგორც ლიბერმანმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის გაეცნო ინფორმაციას, რომ ნეთანიაჰუმ გავრცელებული ცნობა უარყო.
“ნეთანიაჰუს შეუძლია ამის უარყოფა, მაგრამ სწორედ მან მისცა იმუნიტეტი იაჰია სინვარს და “ჰამასის” ხელმძღვანელებს და აღკვეთა მათი დისკრედიტაციის მცდელობები. ამას თეორიულად არ ვამბობ, არამედ ვწერ, როგორც ადამიანი, რომელმაც თემა პირადად იცის. და ეს, რა თქმა უნდა, ემატება ბოლო დღეებში ფრანგული გაზეთის La Figuaro-ს სიახლეებს, რომ ნეთანიაჰუ შეუთანხმდა კატარის მთავრობას, რომ კატარის მიწაზე “ჰამასის” ლიდერებზე მიზანმიმართული მუქარა არ იქნება”, – წერს ლიბერმანი.