გორში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა

გორში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“შეხვედრა, რომელსაც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა უმასპინძლა, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით დაიგეგმა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა. დავით რაზმაძე საკრებულოსთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოსაც ხელმძღვანელობს.
გორის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი დალი ტლაშაძე უძღვებოდა.
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 77 737 000 ლარით განისაზღვრა.
დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება ეფუძნება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს.
ბიუჯეტის განხილვა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეების კითხვებს მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირები პასუხობდნენ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, შშმ პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები