გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: მათი მთავარი რესურსი ბოიკოტია, რითაც ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე
მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი რესურსი ბოიკოტია.
“დეპოლარიზაცია არ არის მათი ამოცანა, დესტაბილიზაციის გეგმა და სტრატეგია არ იცვლება. პოლიტიკურ სპეკულაციებში გამოსაყენებლად სამუშაო ჯგუფებს შეუერთდნენ. საბოლოოდ მათი მთავარი რესურსი არის ბოიკოტი, რითაც ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე,” – აცხადებს ვოლსკი.