ელისო ჩაფიძე: პრემიერი და პრეზიდენტი საერთო ენას გამოძებნიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ გუშინ მედიაში გავრცელებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებები გაერო-ში მისი ვიზიტის ჩაშლის შესახებ შეაფასა.
თემასთან დაკავშირებით, ჩაფიძემ “რეპორტიორის” პრესკლუბში ისაუბრა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს გახლავთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, თუმცა, ძალიან გავლენიანი პიროვნება და ბუნებრივია, აქვს უფლება, წარსულში საკუთარი გუნდის წევრებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. პატივს ვცემ როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერის ინსტიტუტს. რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკა განისაზღვრება საგარეო სამინისტროს და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ვფიქრობ, აღნიშნულ სამიტზე პრემიერის მონაწილეობა იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი. იმედი მაქვს, პრემიერი და პრეზიდენტი საერთო ენას გამოძებნიან. ჩვენს ქვეყანას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს, ვიდრე ის, გაერო-ს სამიტზე რომელი დელეგაცია გაემგზავრება”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები