“დღეში ათასამდე ადამიანი” – ბრიტანეთის დაზვერვა ნოემბერში რუსული არმიის მაღალ დანაკარგზე წერს

ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემს ეყრდნობა და აცხადებს, რომ ნოემბერში უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული არმიის დანაკარგი დღეში საშუალოდ 931 ჯარისკაცს შეადგენს.

​მათი თქმით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში რუსეთის მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ადრე რუსული არმიის ყველაზე დიდი დანაკარგი მარტში ირიცხებოდა, როდესაც ბახმუტზე შეტევის დროს დღეში საშუალოდ 776 რუსი ჯარისკაცი იღუპებოდა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანული დაზვერვის დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემოწმება, მაჩვენებლები “დამაჯერებელი ჩანს”.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამჟამინდელი მძიმე დანაკარგები გამოწვეულია ქალაქ ავდიევკაზე რუსეთის შეტევით.

თავის მხრივ, 21 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ნოემბრის დასაწყისიდან უკრაინის არმიამ 13700-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.

მისი ამ მონაცემის გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები