ისრაელსა და “ჰამასს” შორის 4-დღიანი ზავი დღეს ამოქმედდება, დაახლოებით 16:00 საათზე პირველ მძევლებს გაათავისუფლებენ
ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში უკვე დღეიდან შევა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე პირველი მძევლების გათავისუფლება დაიწყება.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, “ჰამასმა”, ჯამურად, 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.
დღეს 13 პირს გამოუშვებენ, ისრაელი კი ციხეებიდან 39 პატიმარს გამოუშვებს.
რაც შეეხება 4-დღიან ჰუმანიტარულ პაუზას, დღეიდან რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით სექტორში მეტი დახმარება შევა. ყოველდღიურად იგეგმება 130 ათასი ლიტრი დიზელის საწვავის და 200 სატვირთო მანქანის გაგზავნა.
ღაზაში ისრაელის საჰაერო აქტივობა მძევლების გათავისუფლებამდე ექვსი საათით ადრე დაიწყება.
შეთანხმების მიხედვით, მძევლებს ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანენ, ხოლო პალესტინელ პატიმრებს – დასავლეთ სანაპიროზე, რომელსაც პალესტინის ხელისუფლება აკონტროლებს.
ამავე დროს, ისრაელის სამხედროებმა ვიდეორგოლი გაავრცელეს, რომელშიც ღაზას მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ომი დასრულებული არ არის.
„ჰუმანიტარული პაუზა დროებითია. ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი საბრძოლო მოქმედებების სახიფათო ზონაა და ჩრდილოეთით მოძრაობა აკრძალულია. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, უნდა დარჩეთ სამხრეთით ჰუმანიტარულ,” – თქვა არაბულად IDF-ის სპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ.