IDF-ში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხან იუნისში საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური, ამარ აბუ ჯალალა მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი წერს.

თავდაცვის ძალების თქმით, დარტყმის შედეგად დაიღუპა საზღვაო ძალების კიდევ ერთი წევრი.

ხან იუნისი ღაზას სამხრეთით მდებარე ქალაქია, სადაც ასობით ათასი დევნილი მშვიდობიანი მოქალაქე ჩრდილოეთიდან ისრაელის დავალებით გაიქცა.

რამდენიმე დღის წინ ისრაელმა პალესტინელებს ფლაერები დაურიგა, სადაც მათ ქალაქიდან გასვლის შესახებ აფრთხილებდა და მიანიშნებდა, რომ სამხედრო ოპერაციებმა შესაძლოა მალე ღაზის სექტორის სამხრეთით გადაინაცვლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები