თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებისა და 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები განიხილეს.

იმსჯელეს ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე. 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახი 40 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს 50 ათასი ლარის თანადაფინანსებას.

ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში, ასევე, განიხილეს ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობის პროცესი. წელს არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია გაორმაგდა. ფერმერების ხელშეწყობისა და ნარინჯისფერი რთველის წარმატებით წარმართვის მიზნით მოქმედებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელის შემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები