ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანს, ნუგზარ ბუჩუას და თეიმურაზ გერეშიძეს პატიმრობა და ფულადი ჯარიმა შეეფარდათ. მსჯავრდებულებს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაც დაუმძიმდათ. 2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა გეგუთოს ციხეში მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები