ანრი ოხანაშვილი: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია – ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა
“ჩვენ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ის საკითხები, რაც ასახულია, ჩვენით არ მოგვიგონია. ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ პოზიცია არგუმენტირებულად უნდა დააფიქსიროს.
„ჩვენ სამოქმედო გეგმა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ის საკითხები, რაც არის ასახული, ჩვენით არ მოგვიგონია. ეს იყო ვენეციის კომისიის რჩევა, რომ სისტემური გზით პარტიების დაფინანსების საკითხი, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ანტიკორუფციული მიმართულების ნაწილი და სხვა, ერთ დოკუმენტში აგვესახა. ჩვენ, ამ რჩევის გათვალისწინებით, ეს საკითხები ავსახეთ. რომელია მათი აზრით, ფასადური და რომელი უნდა იყოს დამატებული, ან გამოკლებული, გვითხრან არგუმენტირებული პოზიცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.