თინა ბოკუჩავა – ნიკა მელიას განცხადებაზე: ტყვეობაში მყოფი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის კონტრშეთავაზებების და კონტრდოკუმენტების გაკეთება არასწორია

ტყვეობაში მყოფი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის კონტრშეთავაზებების და კონტრდოკუმენტების გაკეთება არასწორია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ნიკა მელიას დოკუმენტს არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ.

„ტყვეობაში მყოფი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი საპატიო თავმჯდომარისთვის კონტრშეთავაზებების, კონტრდოკუმენტების, კონტრაქციების და კონტრღონისძიებების გაკეთება, ვთვლი, რომ ძალიან არასწორია და მე ვირჩევ და ყოველთვის ავირჩევ იმ გზას, რომელსაც გვთავაზობს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან ვთვლი, რომ ეს არის გზა გამარჯვებამდე, ამიტომ მე ვაწერ ხელს იმ ერთობის მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს და რომელზეც მასთან ერთად ვმუშაობთ”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, ერთობის საკითხი არ დადგებოდა, რომ არ დაერღვიათ ერთობა და მენეჯმენტმა თვალი უნდა გაუსწოროს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს. მისივე განცხადებით, ერთობისთვის მათ წარმოადგინეს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც 40 ათასმა მხარდამჭერმა მოიწონა და თუ ვინმეს ერთობა სურს, ეს წინადადება მინიმუმ უნდა განიხილონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები