გურამ მაჭარაშვილი: რაში გვჭირდება ჩვენ “ნაცმოძრაობის” კონტროლი, თვითონ გამოდიან და ყოველ დილა-საღამოს გვეუბნებიან, რა უბედურება სჭირს პარტიას
„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავიღოთ – „ნაცმოძრაობა“, რაში გვჭირდება ჩვენ “ნაცმოძრაობის” კონტროლი, თვითონ გამოდიან და ყოველ დილა-საღამოს გვეუბნებიან, რა უბედურება სჭირს „ნაცმოძრაობას“, არაფორმალური მმართველებიც ვერ თანხმდებიან, რომელია ყველაზე პირველი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კეზერაშვილი რომ პარტიებს აფინანსებს, ამას არც თავად უარყოფს.
“ფორმალური მმართველი კი მელიას ემუქრება გარიცხვით, რომელიც პარტიას ხან ტოვებს, ხან არა. რაში სჭირდება საზოგადოებას იმაზე მეტი კონტროლი, ვიდრე თვითონ საკუთარი ნაბიჯებით აკეთებენ. თითოეულ საკითხზე, მათ შორის, პარტიების დაფინანსების ნაწილში გვექნება კონსულტაციები, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველა საკითხზე გვექნება ჩვენი არგუმენტები და უმეტესწილად, გარწმუნებთ, შევჯერდებით. ივანიშვილს კავშირი არ აქვს საერთოდ საჯარო სფეროსთან, არათუ პოლიტიკასთან და კეზერაშვილი პირდაპირ არის ჩართული, რასაც თვითონაც ადასტურებს და ოპოზიციიდანაც ადასტურებენ, რომ ის არის არაფორმალური მმართველი. სჯობს, კითხვები თუ გაქვთ ოპოზიციას დაუსვათ, აპირებს თუ არა არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი კეზერაშვილი პარტიების დაფინანსების გაგრძელებას. კეზერაშვილი ამბობს, პარტიებს ვაფინანსებო და მეკითხებით ივანიშვილზე, რომელიც საჯარო სფეროშიც კი არ ჩანს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.