მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ინგრევა ეს პოლიტიკური პარტია და ამ ნანგრევებისგან გადარჩენას ცდილობს გარკვეული ჯგუფი
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
“ინგრევა ეს პოლიტიკური პარტია და ამ ნანგრევებისგან გადარჩენას ცდილობს გარკვეული ჯგუფი. მეორესთან დაპირისპირება არის მათი მთავარი ამოცანა… კიდევ შეიძლება, იყოს რაღაც დაჯგუფებები. რეალურად, აქვთ მცდელობა სახის შენარჩუნების – იმის, რომ ნანგრევებში არ მოჰყვნენ. პრაქტიკულად, შესაძლებლობა არ აქვთ, რომ პარტიულ განვითარებაზე, პარტიულ ხაზზე იფიქრონ, არამედ ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, ვის ყველაზე მეტი ნანგრევი შეიძლება, შეხვდეს ამ შემთხვევაში ამ დანგრეული პოლიტიკური პარტიიდან. შესაბამისად, არ მგონია, რომ რაღაც სერიოზულ პერსპექტივებზე ფიქრის საფუძველი და შესაძლებლობა ჰქონდეს იქ დარჩენილ ნებისმიერ დაჯგუფებას, ვინც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დომინანტი თუ წასული ძალა ამ პოლიტიკური პარტიიდან”, – აცხადებს სარჯველაძე.