“ბარიერის დაწევაზე საუბარს არანაირი საფუძველი და ობიექტური მოცემულობა არ გააჩნია” – რატი იონათამიშვილი
“ბარიერის დაწევაზე საუბარს არანაირი საფუძველი და ობიექტური მოცემულობა არ გააჩნია”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
“ბარიერის დაწევაზე საუბარს არანაირი საფუძველი და ობიექტური მოცემულობა არ გააჩნია და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იქნება თუ კლუბი, ვინც ამ საკითხზე ჯერ კიდევ საუბრობს, ის, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ არანაირი იმედი არა აქვს იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მომდევნო არჩევნების პირობებში მოხდეს და ეს ბარიერის ამბავი კი არ არის, იმ უპასუხისმგებლო და ურეიტინგო საქმიანობის შედეგი იქნება, რომელსაც ეს პოლიტიკური კლუბები ეწევიან,” – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, 2024 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერითა და პროპორციული სისტემით გაიმართება.