მიხეილ დაუშვილი: არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა შეწყალება უნდა განახორციელოს, სააკაშვილმა საკუთარ ქცევებსა და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს
“საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.
მისივე თქმით, სააკაშვილმა დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.
“მე არ ვფიქრობ, რომ შეწყალება გასაკეთებელია, რომ პრეზიდენტმა შეწყალება უნდა განახორციელოს, ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა საკუთარ ქცევებზე და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს,” – აცხადებს დაუშვილი.