დავით მათიკაშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: ეს არის ბოლო სეზონი, როდესაც მათ კიდევ რაღაც პროცენტული მხარდაჭერის მიღება და ბარიერის გადალახვა შეუძლიათ არჩევნებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ეს არის მოცემულობა, როდესაც პარტიას არ გააჩნია რაიმე რესურსი, გარდა ადამიანების იმ კონკრეტული პროცენტის, რომელთა რიცხვიც დღითი დღე მცირდება და არავინ იცის, რა რეიტინგით მივა 2024 წლის მიწურულს „ნაცმოძრაობა“. დღევანდელ ნიშნულზე რომ ვერ გაჩერდება, ეს ყველასთვის ძალიან კარგად არის გასაგები. ეს ხელოვნური ინტერვენციები და მცდელობა, შექმნან სცენა და ვითარება, მოატყუონ საზოგადოება, თითქოს „ნაცმოძრაობაში“ რაღაც ჯანსაღი პროცესები მიდის, ეს არის მართლაც სასაცილო. ყველამ, ვისაც ოდნავ მაინც პოლიტიკა ესმის, ძალიან კარგად იცის და ესმის, რომ ამ პოლიტიკური კრიმინალური ძალისთვის ეს არის ბოლო სეზონი, როდესაც მათ კიდევ რაღაც პროცენტული მხარდაჭერის მიღება და ბარიერის გადალახვა შეუძლიათ არჩევნებზე. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რა უბედურებასთან გვქონდა 2012 წელს ქართულ სახელმწიფოს საქმე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები