იაგო ხვიჩია: Let’s play, ვნახოთ, ვინ მოიგებს

“თქვენ ხართ ფარისევლები, რომლებიც თქვენ მიერ აწყობილ ჯარში საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს არ უშვებთ – Let’s play, ვნახოთ, ვინ მოიგებს”, – ასე მიმართა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა.

„ახალი „თავდაცვის კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ, რომელიმე თქვენგანის ოჯახის წევრი ჯარში წავიდა? მაგალითად, ისრაელში გასაჯაროებულია, სად მსახურობენ თანამდებობის პირების შვილები – ნახავთ, ამ წუთას რამდენი თანამდებობის პირის შვილია ჯარში და საბრძოლო მოქმედებაში ჩართული. თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ამ პერიოდის განმავლობაში ამ კოჰორტას შეემატა?! არავინ შემატებია! მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრები ამ კოჰორტას შეემატა?! არ შემატებია! ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურები წაიყვანეთ ჯარში? ვერ წაიყვანეთ! ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მაგრები, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ისეთ ჯარში წასვლა არ უნდა, რომელიც თქვენ ააწყვეთ, სადაც თქვენი ოჯახის წევრები გასაშვებად არ გემეტებათ და არავინ არ უშვებთ – კარგი რომ იყოს, თქვენი ოჯახის წევრები და თქვენი შვილები რიგში იქნებოდა!“, – მიმართა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები