კახა კალაძე: ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით
თბილისის მერი, კახა კალაძე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ მას, კახა კალაძეს პრემიერმინისტრობისთვის ამზადებს.
კალაძის თქმით, ღარიბაშვილი ღირსეული პრემიერია.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.