მიხეილ სააკაშვილი: „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს – პრემიერობისთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, თბილისის მერს, კახა კალაძეს კი პრემიერმინისტრობისთვის.

„მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასდროს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ, რომ სჭირდებათ პრაქტიკულად შიგნით გადაჯგუფება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები