მიხეილ სააკაშვილი: ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ხელმძღვანელობას

ხშირად ისმოდა ის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრად მე დამასახელონ, პრემიერმინისტრად დასახელება კი არ არის, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა, საპატიო მეორე ადგილისთვის, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა პარტიის პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ კოორდინაციას ის საკუთარ თავზე იღებს, რადგანაც ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან.

“მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან და დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. მე ვიღებ ჩემს თავზე ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიის და პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის, ასევე. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება საკითხს, ხშირად ისმოდა ის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრად მე დამასახელონ, პრემიერმინისტრად დასახელება კი არ არის, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა, საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარანტიებით, არამედ ქვემოდან ზემოთ. პარტიის ყველა წევრმა ხმა უნდა მისცეს საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები