გიორგი ბოტკოველი: მხარს ვუჭერთ ბარიერის დაწევას

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მისი პარტია 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევას მხარს უჭერს.

“ხელისუფლების პირობა იყო, რომ დაწეულიყო ბარიერი, ვხედავთ – რომ ამას არ აპირებენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ქვეყნის დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა. მხარს ვუჭერთ ბარიერის დაწევას, თუმცა, მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უფრო მეტი აკეთოს საკუთარი ამომრჩევლების გაზრდისთვის, აქტიური პროცესების შექმნისთვის, საკუთარი ბრძოლის პროცესების შექმნისთვის და იმიტომ, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერზე არ არის წამსვლელი, ამით ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ”, – განაცხადა ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები