ხათუნა სამნიძე: 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციურმა სპექტრმა სტრატეგიას უნდა გადახედოს.
მისივე თქმით, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალფეროვანი იყოს.
“ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გადავხედოთ საკუთარ სტრატეგიას იმიტომ, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება, ამიტომ, ვფიქრობ, სტრატეგიაზე გადახედვა და გაერთიანებების შექმნა, რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ გვინდა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და მივიღოთ კოალიციური ხელისუფლება”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.