სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქუთაისში, ყაუხჩიშვილის ქუჩაზე, 1956 წელს დაბადებული ლევან კ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსოდან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: „ტე-ტეს“ სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 74 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ლევან კ. აღიარებს დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.