“მაინტერესებს, არჩევნების დროს თუ არ იყო ბიძინა ივანიშვილი “ოლიგარხი”, ახლა რამ “გააოლიგარხა?!” – ხაინდრავა ზურაბიშვილზე

მაინტერესებს, არჩევნების დროს თუ არ იყო ბიძინა ივანიშვილი “ოლიგარხი”, ახლა რამ “გააოლიგარხა?!” რა განსხვავებაა, იმ წელსა და ამ წელს შორის, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს?!, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ  „იმედი LIVE“-ს განუცხადა.

„ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება იყო, რადგან არც ჩვენ ვართ გულმავიწყი და არც ქართველი ამომრჩეველი და საერთოდ, არც – მსოფლიო, რომ არ ახსოვდეს, რა გზით მივიდა იმ სავარძლამდე, სადაც თავად ზის. ყველას ახსოვს ის, პლაკატები, მხარდაჭერა. მე კი არ მახსოვს, მე მაგის მონაწილე ვარ – პირდაპირ, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. მთელი საქართველო მოვიარეთ მაშინ. პირველი ტურის შედეგიც გვახსოვს და შემდეგიც”, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები