რატი ბრეგაძე: 2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია არცერთი სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემა

2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია არცერთი სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემას. ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ასევე, მაგალითად, CPT-ს („არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“) ვიზიტი – 2012 წლამდე რა იყო ჩაწერილი? რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა არის სისტემური პრობლემა. დღეს რა გვაქვს, მაგალითად 2022 წლის ჩანაწერში – არცერთი არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციის მხრიდან. ასევე, დაფიქსირებულია ის, რომ ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის არის ადეკვატური და ნორმალური ურთიერთობა. აი, ეს არის ძალიან მოკლე შედარება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები