ცაგარეიშვილი: დამნაშავე ძალა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ეძახის რუსულ ხელისუფლებას

დამნაშავე ძალა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ეძახის რუსულ ხელისუფლებას – ის ხელისუფლება, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე, ყოველი წუთი პუტინისა და რუსული საქმის კეთება იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ისევე, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აღდგენის შემთხვევაში ვნახეთ, აფხაზეთში სეპარატისტებსა და დამპყრობლებს, ოკუპანტებს, რა თქმა უნდა, მადა გაეღვიძათ და გადაწყვიტეს, ზემო აფხაზეთი ქვემო აფხაზეთს დაეკავშირებინათ და შემოემტკიცებინათ.

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო სიბრიყვეც და იყო ერთგვარი ღალატიც და ღალატი განსაკუთრებით მაშინ იყო, როდესაც იქ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები შეიყვანეს და თითქოს, გაამაგრეს იქაურობა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები