ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე დააკავეს
სამართალდამცველებმა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე დააკავეს. მას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
“გიორგი აბაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს. იგი გადაიყვენს ნარკოლოგიურ შემოწმებაზეე, დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და დაჯარიმდა. მას 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გიორგი აბაშიძე, სამართალდამცველებმა წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, გიორგი აბაშიძე აპროტესტებს დაკავებას და აცხადებს, რომ ეს გამიზნული იყო.