პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერმინისტრად ხელახლა აირჩიეს
ესპანეთის კონგრესმა პედრო სანჩესი პრემიერმინისტრად ოფიციალურად ხელახლა აირჩია.
კენჭისყრა პარტიის ლიდერებს შორის თითქმის ორდღიანი დებატების შემდეგ გაიმართა, რომელიც მთლიანად ფოკუსირებული იყო კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის საკამათო კანონზე, რომელსაც სანჩესი პრემიერმინისტრის პოსტზე მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ დასთანხმდა.
23 ივლისს ესპანეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „პოპულარულმა პარტიამ“ მოიპოვა, მაგრამ მიღებული ხმები მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
არჩევნებში მეორე ადგილი, 121 მანდატით, სანჩესის „სოციალისტურმა პარტიამ“ დაიკავა.