ისრაელის არმიამ “ჰამასის” პორტზე კონტროლი დაამყარა
ისრაელის არმიის 188-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა და “შაიეტ 13” ქვედანაყოფმა კონტროლი “ჰამასის” მიერ კონტროლირებად ნავსადგურზე დაამყარეს.
ამის შესახებ IDF-ის პრესსამსახურში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ დაჯგუფება პორტს სადესანტო ძალებისთვის საწვრთნელ ბაზად ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევისთვის იყენებდა.
ოპერაციის დროს განადგურდა, დაახლოებით, 10 გვირაბის შახტი, ასევე, “ჰამასის” სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები და დაიღუპა 10 ბოევიკი.
ამ რაიონში გამოყენებული გვირაბები პირდაპირ ზღვისკენ გადიოდნენ, რაც ხელს უწყობდა ბოევიკების შეუმჩნეველ შეღწევას.