„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ევროკომისიის მიერ გაცემული დათქმების შესრულებას უზრუნველყოფს.
„წარმოდგენილი არის 9 კონკრეტული დათქმა. მოცულობით ეს 9 დათქმა არის დაახლოებით ათჯერ ნაკლები წინა 12 რეკომენდაციასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 20 თვის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, რათა განხორციელებულიყო ცვლილებები და რეფორმები. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებში. გავყვებით ამ ახალ 9 დათქმას და უზრუნველვყოფთ მათ შესრულებას“, – აღნიშნა კობახიძემ.