არჩილ თალაკვაძე: ხალხი, რომელიც ითხოვს 5%-იანი ბარიერის დაწევას, ამით იცით, რას ამბობს?! 80 000 მხარდამჭერი არ ჰყავთ ქვეყნის მასშტაბით
ხალხი, რომელიც ითხოვს 5%-იანი ბარიერის დაწევას, რომ პარლამენტში შევიდეთო, ამით იცით, რას ამბობს?! 80 000 მხარდამჭერი არ ჰყავთ ქვეყნის მასშტაბით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციას მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს.
“აქაც იმავეს საუბრობდა “ლელოს” წარმომადგენელი – ჩვენ პრობლემა არ გვაქვსო, 5%-ზე კი არ ვფიქრობთ ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ მომავალი წლის არჩევნებშიო და შევცვლითო. ეს განცხადება აქვს ყველას დაზეპირებული, ხალხი, რომელიც ითხოვს 5%-იანი ბარიერის დაწევას, რომ პარლამენტში შევიდეთო, ამით იცით რას ამბობენ?! 80 000 მხარდამჭერი არ ჰყავთ ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში 900 ადამიანი, თუ მაინც უჭერს მხარს ამ პარტიებს, ისინი ბარიერს თავისუფლად გადალახავენ, მაგრამ არ აქვთ ეს მხარდაჭერა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.