“არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ის ხალხი, ვინც ფულს იხდიდა საქართველოს დასანქცირებაში, დღეს მოვა და დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ჩაერთვება შემდგომ რეფორმებში” – არჩილ თალაკვაძე
„რეფორმებისა და სამომავლო გეგმის გარშემო, რა საკვირველია, ჩვენ მივესალმებით თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„თუმცა, აქაც არ უნდა შევიქმნათ ილუზია და არასწორი მოლოდინები, რომ ის ხალხი, ვინც ფულს იხდიდა საქართველოს დასანქცირებაში, ლობისტებს ქირაობდნენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაებლოკათ, ჩადიოდნენ და უმტკიცებდნენ ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, თითქოს, საქართველო ამას არ იმსახურებდა, რომ ეს ხალხი დღეს მოვა და დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ჩაერთვება შემდგომ რეფორმებში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.