“პუტინი ელოდება, რომ უკრაინას დავივიწყებთ, მაგრამ ეს არ მოხდება” – შტაინმაიერი
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის იმედების მიუხედავად, რომ უკრაინაში ომი იქნება დავიწყებული, ეს არ მოხდება.
ამის შესახებ მან ლაიფციგში გერმანულ-უკრაინის მუნიციპალური პარტნიორობის კონფერენციაზე განაცხადა, – წერს Tagesschau.
“უკრაინას კიდევ უფრო მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა ახლა, როდესაც ასევე არის ომი ახლო აღმოსავლეთში და უკრაინის ომს აღარ ექცევა ის ყურადღება, რაც მას ასე სჭირდება. პუტინი იმედოვნებს, რომ მსოფლიო დაივიწყებს უკრაინას”, – თქვა შტაინმაიერმა. .
მისივე თქმით, გერმანიას არ უნდა და არც გაუკეთებს პუტინს ასეთ სიკეთეს.
„არ შევეგუებით რუსეთის უკანონო და აგრესიულ ომს“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება საფრთხე რუსეთის რეჟიმის მხრიდან, არამედ მისი მეზობლებიც არიან საფრთხეში.