“სომხეთი უსაფრთხოების სფეროში ახალ პარტნიორებს ეძებს, თუმცა, კუხო-ს ჯერ არ ტოვებს” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკას კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების (კუხო) დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ამის შესახებ მან ქვეყნის პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში თქვა.

ფაშინიანმა განმარტა, თუ რატომ არ მიიღებს მონაწილეობას კუხო-ს შეხვედრაში, რომელიც მინსკში გაიმართება.

“კუხოს-ს, თავისი ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, არ ჰქონდა სათანადო რეაქცია სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ეს რამდენჯერმე განმეორდა. კუხო-ში კოლეგებისადმი პატივისცემის მიუხედავად, გაუგებარია, რატომ მივდივართ ყოველ ჯერზე არ ღონისძიებებზე, ვიმეორებთ ერთსა და იმავეს და ყოველ ჯერზე არ ვიღებთ სათანადო რეაქციას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მან აღიარა, რომ ქვეყანას ორგანიზაციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„არ ვაპირებთ სტრატეგიული ცვლილების გამოცხადებას, სანამ არ გამოვაცხადებთ ან არ გადავწყვეტთ კუხო-დან გასვლას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების დივერსიფიცირებას ახდენს.

“უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორები, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ გვყიდიან იარაღს და შეიარაღებას. ამაზე ღიად ვსაუბრობთ”, – განაცხადა მან.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი პარტნიორებს სთხოვს – არ განაწყენდნენ, „მაგრამ უსაფრთხოების სფეროში სხვა პარტნიორები უნდა ვეძებოთ“.

“ჩვენ ვეძებთ და ვპოულობთ ამ პარტნიორებს, ვცდილობთ – დავდოთ ხელშეკრულებები, ვიყიდოთ იარაღი, სამხედრო ტექნიკა. ეს არის ჩვენი პოლიტიკა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები