თინა ხიდაშელი “კვირას” გაებუტა – დაბალი პოლიტიკური კულტურის ნიშანი თუ საზოგადოების იგნორირება

თინა ხიდაშელმა “კვირას” ბოიკოტი გამოუცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მედიასაშუალებას პრესკლუბში სტუმრობასა და, ზოგადად, კომენტარების მიცემაზე უარი განუცხადა. მიზეზი პორტალის მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნებული სტატია გახდა, სახელწოდებით – „რა სტატუსით ესწრება უცხოეთში შეხვედრებს შვებულებაში მყოფი ხიდაშელი, პარლამენტში არ იციან“.
მაშინ “კვირა” იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მექსიკაში სასწავლო ვიზიტის შესახებ წერდა, რომლის შემადგენლობაშიც შვებულებაში მყოფი პარლამენტის დეპუტატი ხიდაშელი შვილებთან ერთად აღმოჩნდა.
10592587_792726427416519_628846812_nპორტალი დაინტერესდა, თუ რა მისიით იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი მექსიკაში. გაირკვა, რომ მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც პარლამენტში და არც იუსტიციის სამინისტროში არ იცოდნენ. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მექსიკაში მასპინძელი ქვეყნის მიწვევით იმყოფებოდნენ და სამივლინებო თანხას მთლიანად მექსიკის მხარე ფარავდა. ცხადია, მსგავს შემთხვევაში, ნებისმიერ მედიასაშუალებას აქვს უფლება, დასვას კითხვები. გაცილებით მარტივია, როდესაც ის მათზე პასუხებს იღებს, თუმცა ხიდაშელის შემთხვევაში ასეთი შესაძლებლობა “კვირას” არ მიეცა. როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს იმდენად გადატვირული გრაფიკი აქვს, რომ ჩვენს ზარებს არასოდეს პასუხობს. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ხიდაშელთან “კვირას” საუბარი შედგა, რამდენიმე დღის წინ იყო.
პორტალის თანამშრომლებმა ის პრესკლუბში სტუმრად დაპატიჟეს, დეპუტატმა კი ძალიან მოკლედ გვიპასუხა, რომ “კვირას” ერთი თვის წინ დაბეჭდილი სტატიის გამო მისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი და არც დრო აქვს, რომ ჩვენთვის კომენტარები აკეთოს. თუმცა დეპუტატმა ერთი თვის წინ, სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს, სოციალურ ქსელში “კვირას” კრიტიკისთვის მოიცალა და, გარდა იმისა, რომ მექსიკაში მისი ვიზიტის შესახებ ახსნა-განმარტება გააკეთა, პორტალს ურჩია: “შემდეგში მსგავსი კითხვები თუ გაგიჩნდებათ, მომწერეთ და არ დაგამადლით პასუხს. ვიცი, რომ სამსახური მავალდებულებს“.
მართალია, ხიდაშელს მედიასთან ურთიერთობას სამსახური ახლაც ავალდებულებდა, თუმცა პასუხები მაინც “დაგვამადლა”, უფრო სწორად 10589883_792726507416511_820040904_nისინი საერთოდ არ მოგვცა. არადა, თემები, რის შესახებაც დეპუტატისგან შეფასებები გვაინტერესებდა, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ის მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება და საჯარო მოხელე უდავოდ ვალდებული იყო, საკუთარი პოზიცია გამოეხატა. სამწუხაროდ, ხიდაშელი ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, ვინც მედიასთან ბოიკოტის და გაბუტვის გზას არჩევს.
“კვირა” პიარის სპეციალისტებს დაუკავშირდა და მსგავს ტენდენციაზე მათი შეფასებები მოისმინა.
“დაბალი პოლიტიკური კულტურის ნიშანი, რაც, პირველ რიგში, ნეგატიურად ამ პოლიტიკოსების იმიჯზე აისახება”, – ასე აფასებს მედიასთან მსგავს დამოკიდებულებას პიარის სპეციალისტების დიდი ნაწილი. მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება გაებუტო მედიას (თუ მაინცდამაინც ბუტიაობა გადაწყვიტე), ან რა შედეგებამდე მივყავართ ამას? პორტალის რესპონდენტების შეფასებები ასეთია:
263771_135868676492607_7534234_nსოსო გალუმაშვილი: „მედიისთვის ინფორმაციის არმიცემა ნიშნავს, რომ არ მიაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას, ამომრჩეველს და იმ ადამიანებს, ვისი გადასახადებითაც შენ ხელფასს იღებ. ამ პოზიციით ხელმღვანელობენ დასავლეთის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქართულმა საზოგადოებამაც, ჩვენმა ჩინოვნიკებმაც გააცნობიერონ – ისინი ხელფასს ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით იღებენ. ხშირად გვხვდება მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მეორე პლანზეა გადაწეული და ყველას ავიწყდება, რომ ჩინოვნიკი ხალხის სამსახურშია და არა, პირიქით. მედიის როლი კი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, რაც საზოგადოებას ამა თუ იმ საკითხზე, ან სფეროს შესახებ აინტერესებს. კონკრეტული საჯარო პირის, პოლიტიკოსის ასეთი ქცევა, რასაკვირველია, მასზე დადებითად არ აისახება. მედია ეს არის შუამავალი საზოგადოებასა და პოლიტიკოსს შორის. მისთვის უარის თქმა ნიშნავს უარის თქმას საზოგადოებისათვის. საზოგადოება ვერ მიიღებს ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია მისთვის. ფაქტია, რომ მედიაზე უარის თქმით საჯარო პირების მიმართ ნდობის რეიტინგი იკლებს.
რაც უფრო ხშირად განმეორებადია ასეთი ქმედება და, მით უმეტეს, თუკი ის რეციდიულ ხასიათს იღებს, მით უფრო მეტად კლებულობს პოლიტიკოსის რეიტინგი. მედია საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.”
10580106_1520146341530793_3853784776691293385_nთამარ ბელქანია: „ზრდასრულ ასაკში ინფანტილიზმი საკმაოდ საზიანო შედეგების მომტანია, როდესაც საუბარი პოლიტიკოსზეა, ეს უბრალოდ გაუგებარია, რადგან მედიასთან კომუნიკაციაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ პერსონას არა კონკრეტულ მედიასაშუალებასთან ან კონკრეტულ ჟურნალისტთან აქვს ურთიერთობის პრობლემა, არამედ იმ ადამიანებთანაც, ვინც ამ მედიასაშუალებას ეცნობა, ენდობა და “იზიარებს”, შესაბამისად, პერსონა ვერც კი წარმოიდგენს, რა რაოდენობის მოქალაქესთან ურთიერთობაზე ამბობს უარს. ზოგადად, დიმიტრი უზნაძის სამაგიდო წიგნად (პოპულარულ 10 წიგნს შორის) “განწყობის ფსიქოლოგიის” არა მარტო დადება იქნებოდა ურიგო. პოლიტიკოსი უნდა იყოს რეზისტენტული ყველა კითხვაზე, მეტიც, ის უნდა ცდილობდეს, რომ საზოგადოებას და მედიას აინტერესებდეს მისი საქმიანობა! მას უნდა გააზრებული ჰქონდეს, რომ არის საჯარო პერსონა, ხალხის რჩეული, შესაბამისად, მას აქვს ვალდებულებებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები. ასე, რომ “ბუტიაობა” მედიასთან ნიშნავს საკუთარი პერსონის დისკვალიფიკაციას N-რაოდენობის ადამიანთან. ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის ნიშანიც არის.”
2014021518581311არჩილ გამზარდია: „მედიასაშუალებებთან თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა ამა თუ იმ მოხელისთვის. გამონაკლისის დაშვება მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებშია შესაძლებელი. ცხადია, საქართველოში მრავალი მედიასაშუალებაა და წამყვან პოლიტიკურ პირებს შესაძლოა, არც ჰქონდეთ საშუალება, ყოველთვის ყველა მათგანთან ჰქონდეთ ურთიერთობა, თუმცა, ეს უკანასკნელი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს. თავისთავად გარკვეულ მედიასაშაუალებებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა არ არის კორექტული პროცესი. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამა თუ იმ პირს ობიექტური გარემოებები უშლის ხელს ამა თუ იმ მედიასაშუალებასთან ითანამშრომლოს. სხვა მხრივ, თანამშრომლობაზე უარის თქმა სრულიად გაუმართლებელია.”
603776_4137652578197_1373079824_nგიორგი კალატოზიშვილი: „თუკი პოლიტიკურ სუბიექტს აქვს რისკის შეგრძნება, ან წინა ფაზაში მისი კომენტარი დამახინჯდა, შესაძლოა, კონკრეტულ მედიასაშუალებასთან ურთიერთობისგან თავი შეიკავოს. თუმცა, როდესაც ის უარს ამბობს კომენტარზე, ბუნებრივია, ეს იძლევა ინტერპრეტაციის საშულებას, და თუკი ის თავად არ საუბრობს ამა თუ იმ ფაქტის შესახებ, არ ახმოვანებს საკუთარ აზრს, არსებობს საფრთხე, რომ მისი პოზიცია დამახინჯდეს. ბევრი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსი ერთმანეთისგან ასხვავებს მედიასაშუალებებს – ერთს აძლევს კომენტარს და მეორეს არა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკი პასუხისმგებელია ამომრჩეველთან, და როდესაც ის თავს არიდებს პასუხისმგებლობას, ამით საკუთარ რეპუტაციას აზიანებს. ჩნდება განცდა, რომ რეალურად მისი საქმიანობა არ არის გამჭირვალე, ის თავს არ თვლის ვალდებულად, რომ მის საქმიანობაზე პასუხი აგოს, ან საკუთარ ამომრჩეველს ესაუბროს. ბუნებრივია, ეს მის იმიჯს ვნებს. ნებისმიერი კომუნიკაციების სახელმძღვანელოში წერია, რომ პოლიტიკოსმა არასოდეს უნდა თქვას – „კომენტარის გარეშე“. მედია არის შუამავალი საზოგადოებასა და კონკრეტულ პირს, ინსტიტუტს შორის. თუნდაც პოზიტიური საქმე კეთდებოდეს, თუკი ეს საქმე არ გახმაურდა, ამას საზოგადოება ვერ გაიგებს. ამიტომ საჭიროა მედიასთან ურთიერთობა. თუკი პოლიტიკოსი გამჭირვალე არ არის, საზოგადოებას ნელ-ნელა ეკარგება განცდა, რომ მოხელე, რომელიც მისი შემოსავლებით ფინანსდება, მისი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, ვერ აკონტროლებს პროცესებს, კარგავს ხალხის ნდობას. როდესაც პოლიტიკოსს გარკვეული რაოდენობის ამომრჩველი ირჩევს, ის ვალდებული ხდება ამომრჩევლის წინაშე.”

თინა ხიდაშელის მექსიკაში ვიზიტის შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:  
http://kvira.ge
http://kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები