იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება.

პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, პარლამენტის რეგლამენტში ზუსტდება ტერმინები და „სავალდებულო სამხედრო სამსახურის” ნაცვლად მიეთითება „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური”, ხოლო „რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების” ნაცვლად – „სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახური”.

რეგლამენტის პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი ბერაია, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, გოგი მეშველიანი, რესან კონცელიძე, რატი იონათამიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები