ხელოვნური ინტელექტი და არჩევნები – დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ საფრთხე მზარდია

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან და მათი მარიონეტებიდან მომდინარე ​კიბერშეტევების გაკონტროლება სულ უფრო რთულდება.

ამის შესახებ AP დეპარტამენტის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება, რაც დიდი ბრიტანეთის არჩევნებისთვის, რომელიც 2025 წელს უნდა ჩატარდეს, საფრთხის შემცვლელია, მათ შორის – ყალბი ვიდეოების და „ჰიპერრეალისტური ბოტების“ გამოყენებით, რაც საარჩევნო კამპანიის დროს დეზინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ წელს სახელმწიფოებთან დაკავშირებული სუბიექტები გამოჩნდნენ, რომლებიც ახალ კიბერსაფრთხეებს უქმნიან კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტქსელები.

“გასულ წელს კიბერდამნაშავეების ახალი კლასი გაჩნდა სახელმწიფოებთან დაკავშირებული სუბიექტების სახით, რომლებიც ხშირად მხარს უჭერენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და აქვთ იდეოლოგიური და არა ფინანსური მოტივაცია,“- აღნიშნავს კიბერუსაფრთხოების ცენტრი.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოები და მათთან ასოცირებული ჯგუფები წარმოადგენენ მუდმივ და მნიშვნელოვან საფრთხეს – რუსულენოვანი კრიმინალებით დაწყებული, რომელთა სამიზნეს გაერთიანებული სამეფოს ფირმები გამოსასყიდის მოთხოვნით, დამთავრებული ჩინეთთან დაკავშირებული კიბერაქტორებით, რომლებიც იყენებენ თავიანთ უნარებს “სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რომლებიც საფრთხეს უქმნის დიდი ბრიტანეთის ინტერესების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები