“ჩვენი პრეზიდენტი არის ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი” – გიული ალასანია
„არ მგონია, სალომე ზურაბიშვილმა ვინმეს კარნახით რამე გააკეთოს და ვფიქრობ, რომ ეს მისი გადასაწყვეტია“, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს.
„რა თქმა უნდა, მართალია ის, რომ პრეზიდენტები ციხეში არ უნდა იყვნენ. ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე არის ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. არ მგონია, რომ ვინმეს კარნახით რამე გააკეთოს და ვფიქრობ, რომ ეს მისი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ალასანიამ.