“ჰამასის” მიერ გატაცებული კიდევ ერთი მძევალი, 19 წლის, ისრაელის მოქალაქე დაიღუპა

ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ გატაცებული 19 წლის, ისრაელის მოქალაქე – ნოა მარჩიანო დაიღუპა.

​გვიან ღამით შესაბამისი ინფორმაცია “ჰამასმა” გაავრცელა, დღეს კი ცნობას ისრაელის არმიაში ადასტურებენ.

IDF-ის წარმომადგენელმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ 19 წლის გოგოს ოჯახს მიუსამძიმრა.

19 წლის ნოა მარჩიანო, რომელიც 414-ე საბრძოლო დაზვერვის კორპუსში მსახურობდა, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ნაჰალ ოზის ბაზაზე იმყოფებოდა და “ჰამასის” მიერ იყო გატაცებული.

13 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მარჩიანო ამბობს, რომ ის სხვა მძევლებთან ერთად ღაზაშია დაკავებული. ვიდეოში ასევე ნაჩვენები იყო სასტიკი კადრები.

დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ სამხედროები მარჩიანოს ოჯახს უჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები