Nova-ს ფესტივალზე “ჰამასის” სისასტიკეს გადარჩენილთაგან, სულ მცირე, 10 ახალგაზრდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს

ისრაელში 7 ოქტომბერს Nova-ს ფესტივალზე “ჰამასის” თავდასხმას გადარჩენილთაგან, სულ მცირე, 10 ადამიანი, მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო, ფსიქიატრიულ კლინიკებში მოათავსეს.

ისრაელის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 13 ნოემბერს ქვეყნის ფსიქიატრიული სერვისების მდგომარეობა განიხილა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის ეროვნულმა კომისარმა არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციის საკითხებში, დანიელ რაზმა თქვა, რომ ფესტივალიდან “საკმაოდ ბევრი ადამიანი” არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ საუბარია, სულ მცირე, ათ ადამიანზე.

“ზოგიერთ შემთხვევაში არჩევანი არ იყო: ფესტივალის მონაწილეები ძალიან მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იყვნენ. მათი ემოციური მდგომარეობა გამოწვეული იყო იმით,  რისი გადატანაც მოუწიათ, ასევე, დანაკარგების გამო”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები