დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა

პარლამენტის ვიცესპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა.

სერგეენკოს განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს.

ცნობისთვის, სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელა, რისი საფუძველი სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა, თუმცა, უმრავლესობამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება “ჩააგდო” და სერგეენკოს მანდატი შეუნარჩუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები