ირაკლი კობახიძე: ჩემი საქმე არ არის რუსული განცხადებების კომენტირება
“ჩემი საქმე არ არის ზოგადად რუსული განცხადებების კომენტირება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სერგეი ლავროვის იმ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირს არ გამოუვა რუსეთის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან“.
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობას თავისი პრიორიტეტები აქვს.
„ჩვენი გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით ამ პრიორიტეტებს და პოლიტიკას. სადაც არის საჭირო რეაქცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს კიდეც რეაქცია“, – აღნიშნა კობახიძემ.